პოლიტიკა
22.06.22 13:20
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს გაურკვეველია.
"პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო ზეგ პარლამენტში, მაგრამ როგორც ჩანს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული საბჭო ძალაში დატოვებს ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მან გადაწყვიტა დღეს მოსულიყო პარლამენტში.
თუ ფიქრობს, რომ ამით თავს აარიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას და მის მთავრობას ეკისრება განაცხადის წარუმატებლობაზე, ის არის ძალიან ღრმად შემცდარი. თქვენ გახსოვთ, მისი უკანასკნელი ვიზიტის დროს პარლამენტში ჩემი შეკითხვა ეხებოდა იმას, რომ როცა ბრიუსელში ჩავიდა ღარიბაშვილი და გააცნეს ჩამონათვალი პრობლემატური საკითხების, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა მათ მოსაგვარებლად. მისი პასუხი იყო, რომ ეს არის ტყუილი და არანაირი პრობლემატური სია მისთვის არავის გადაუცია. თუმცა, ჩვენ ვნახეთ შედეგი. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ უნდა მოდიოდეს ჩემი აზრით ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი განაცხადი დამთავრდა ასე, როგორც დამთავრდა და უკრაინა და მოლდოვა აღმოჩნდნენ ჩვენზე გაცილებით წინ, ხოლო საქართველოს ევროპული მომავალი დღეს არის გაურკვეველი,"- განაცხადა სამადაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22