პოლიტიკა
22.06.22 14:00
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჰარდს კოლსთან, სეიმის ევროპის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარია გოლუბევასთან და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან იურის რანცანსთან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონმდებლებთან შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინები.
„ლატვიელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და იმედი გამოთქვეს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება თანხვედრაში იქნება საქართველოს ინტერესებთან.
მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას ასოცირებულ ტრიოში გატარებული რეფორმების თვალსაზრისით და აღნიშნეს, რომ საქართველომ შესაძლოა მნიშნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის მომავალი უსაფრთხოების გაძლიერებაში.
„ლატვიელ კოლეგებთან შეხვედრებისას განვიხილე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მოლოდინები. მათგან მივიღე დასტური, რომ გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან საქართველოს მხარდაჭერის მობილიზებისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ასეთი მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობთ მათი მხრიდან“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები ასევე გამართა ჩეხეთის და მოლდოვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სადაც განხილულ იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22