პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

22.06.22 14:40


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან სევერინ შაპაზთან შეხვედრა გამართა.


სუსის ინფორმაციით, სევერინ შაპაზმა, რომელმაც საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობა დაასრულა, შეხვედრაზე თავისი შემცვლელი ანნ მონტავონი წარადგინა.

 

„მხარეებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა.


საუბარი, ასევე, შეეხო უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიცირების საკითხებში არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას და განსაკუთრებით აღინიშნა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობა.

 

შეხვედრისას გრიგოლ ლილუაშვილმა მნიშვნელოვანი ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს დაუთმო და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები