პოლიტიკა
22.06.22 15:20
ევროკომისიამ 17 ივნისს მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს აცნობს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო, თუმცა ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა მივიღეთ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა „მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც მას დახვდა“.
„მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ყველანი ერთად რამდენიმე დღის წინ გავხდით. ეს ჩანაწერი მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო.
გასაგებია, რომ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა მივიღეთ, რაც მინდა დეტალურად განვუმარტო ჩვენს მოსახლეობას. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვხვდა.
ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ბიზნესს ართმევდნენ. ასეთი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არ არსებობდა. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 415
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24