საზოგადოება
25.10.16 19:45
დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 5-კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო 20 000 ძირი ბუჩქოვანი მცენარე – გართხმული ღვია, როზმარინი, ირმის რქა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, ტუია, ფოტინია; 8000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა 1372 წყლის გამფრქვევი, მრავალწლოვანი ნარგავები შემოიფარგლა ბორდიურებით და ამაღლდა თარგები.
რობაქიძის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ეკოლოგიისა და გამწვანების უფროს ნინო სულხანიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ თარაშ შურღაიასთან ერთად იმყოფებოდა.
დავით ნარმანიას თქმით, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„რობაქიძის გამზირის გავლით, ყოველდღიურად თბილისში შემოდის უამრავი მანქანა.
ამიტომ, პირველ ეფექტს სწორედ ეს ადგილი ახდენს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი, გამწვანებული რეკრეაციული ტერიტორია. მის მოვლა-პატრონობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური განახორციელებს. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეთ ობიექტს დავასრულებთ. სერიოზული გეგმები გვაქვს მომავალ წელსაც. ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, პროექტები სწორედ ახლა მზადდება. ამ მიმართულების დაფინანსება კვლავ მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში ეს უკვე მეორე დიდი პროექტია, რომელიც გამწვანების მიმართულებით განხორციელდა. ცოტა ხნის წინ, გაიხსნა რეაბილიტირებული სკვერი მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ, სადაც გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები და მოეწყო სარწყავი სისტემა. განხორციელდა მრავალწლიანი ხეების სხვლა – ფორმირება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები, დაიგო მწვანე საფარი, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები. ასევე, მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი და განახლდა სკვერში არსებული შადრევანი.
რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 684 890 ლარია.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 1261
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24