პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას

23.06.22 12:20


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, არვილს აშერადენსს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ანდრის პელშს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ევროკავშირის საკითხებში, რეინის ბრუსბარდისს შეხვდა.

 

შეხვედრებზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა მოახლოებული ბრიუსელისა და ნატოს მადრიდის სამიტები და შესაბამისად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხები.

 

„შეხვედრებზე ლატვიურ მხარეს ვთხოვე, დაიცვან საქართველოს პოზიციები ევროპული საბჭოს სხდომაზე. ასევე, მოითხოვონ გარანტიები და გაკეთდეს ჩანაწერი, რომ საქართველოს მხრიდან პირობების შესრულების შემთხვევაში, ქვეყანას მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხაზი გავუსვი, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მისივე თქმით, ლატვიურმა მხარემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

„მათ ხაზი გაუსვეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ ურყევი პოზიცია და რომ ეს პოზიცია გამოხატული იქნება როგორც ევროპული საბჭოს სხდომაზე, ასევე ნატოს მადრიდის სამიტზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები