პოლიტიკა
23.06.22 16:00
"გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა, რომ ჩვენს შვილებს არასოდეს მოუწიოს ევროპული მომავლის დაცვა", - ამის განაცხადა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას.
"მინდა მივმართო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს ვინც 20 ივნისს იყო, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა საქართველოს მოქალაქეებს, გადააბარონ ძალაუფლება.
ჩემთვის, ამათგან განსხვავებით, ევროკავშირისკენ სვლა არ არის ძალაუფლებისკენ სვლა. ჩემთვის ჩემი სამშობლოს მომავალი, არის ზუსტად ის, რაც აღელვებდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოვიდა 20 ივნისს. ჩემთვის ეს არ არის პოლიტიკური პარტიების ჭრილში განსახილველი დაპირისპირება. ჩვენთვის ეს არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. დემოკრატია, ევროკავშირი, ევროპა, დასავლეთი, ცივილიზაცია არის ის, რაც უნდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20-ში მოვიდა. იქ ძალიან ბევრი იყო ჩემი მეგობარი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა და უჭერს მხარს, ძალიან ბევრი იყო, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას არ უჭერს მხარს და არც დაუჭერია არასდროს, მაგრამ ამ ადამიანებს აერთიანებს ის, რომ სჭირდებათ ევროკავშირი, სჭირდებათ სტატუსი და მათ ძალიან კარგად იციან სად გადის საქართველოს მომავალი.
ჩვენთვის ეს არ უნდა იყოს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის მომავლისთვის ბრძოლა, ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ რაც არ მოგვწონს შევცვალოთ, უნდა შევძლოთ ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სადაც არის ჩანაწერი, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის კურსი არის შეუქცევადი და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება, არ ასრულებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს უნდა შევცვალოთ. აუცილებლად ეს ყველაფერი შეიცვლება მხოლოდ ორი რამით: პირველი ეს არის თქვენი შეუქცევადი ნება, რომ საქართველოს ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირში და ვერავითარი სხვა გეზი ამას ვერ შეცვლის და მეორე - მე პირადად ერთი ადამიანი, და კიდევ ბევრი ის, ვინც საქართველოს მომავალს უყურებს ევროპაში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა, რომ ჩვენს შვილებს არასოდეს მოუწიოს ევროპული მომავლის დაცვა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
წყარო : /www.ghn.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24