პოლიტიკა

ანდრეი პლენკოვიჩი: იქნება პროგრესი, იქნება კიდევ ერთი ინფორმაცია კომისიის მხრიდან და ვფიქრობ, საქართველო უკრაინისა და მოლდოვას გზას გაუყვება

24.06.22 13:40


საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მოტივირებული. თქვენ მზად ხართ, მიგენიჭოთ სტატუსი, თუ შესრულდება კომისიის მოსაზრებით ასახული ელემენტები, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, პირობების შესრულების შემთხვევაში საქართველო უკრაინისა და მოლდოვას გზას გაიზიარებს.

 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს პირობითი სტატუსი მივანიჭეთ. საქართველოსთან დაკავშირებით ვფიქრობ, იყო ყველას ზოგადი პოზიცია, ვინც ევროპული კომისიის აზრს უსმენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნებმა გაწევრიანების მიმართვა გააკეთეს და საბჭომ მიიღო ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება. სთხოვა კომისიას, მოემზადებინა მოსაზრება.

 

როგორც წესი, გაერთიანების წევრი ქვეყნები კომისიის ექსპერტების ნათქვამს ეყრდნობიან. ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მოტივირებული. თქვენ მზად ხართ, მიგენიჭოთ სტატუსი, თუ შესრულდება კომისიის მოსაზრებით ასახული ელემენტები. ასე რომ, იქნება პროგრესი, იქნება კიდევ ერთი ინფორმაცია კომისიის მხრიდან და ვფიქრობ, საქართველო უკრაინისა და მოლდოვას გზას გაუყვება“, - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩიმ.

 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ხოლო წევრობის კანდიდატობას კი მიიღებს დასახული პირობების შესრულების შემდეგ.

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები