საზოგადოება

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოდან წამლის კონტრაბანდა აღკვეთეს

25.10.16 20:20


აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოდან სამკურნალო პრეპარატების შეტანის მცდელობა აღკვეთეს, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თოვუზის რაიონის საკონტროლო-გამტარ პუნქტზე („ჩატეხილი ხიდი“) გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟეებმა სამალავებში აღმოაჩინეს 20 ფლაკონი Calcium folinate, 9 ფლაკონი Cytosar, 6 ფლაკონი Docetaxel AqVid, 20 ფლაკონი Gemcitabin, 98 ფლაკონი Ciklofosfan, 9 ფლაკონი Docetaxel Accord, 30 ფლაკონი Oxaliplatin, 30 ფლაკონი Oncosid, და Oncofluor-ის 6 შეფუთვა.

კონტრაბანდის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები