პოლიტიკა

გადადგომას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ — პრემიერი

24.06.22 15:20


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მას კითხვა დღეს, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს.

 

„გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. მე შარშან თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი.

 

მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად მოვიგეთ არჩევნები, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, თქვენი შეკითხვა უადგილოა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა იმ კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა ის პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას იმის გამო, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკაშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.


ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს კი — არა. ამასთან, ევროკავშირმა აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რასაც „ქართული ოცნება“ ისტორიულ მირწევად აფასებს.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები