პოლიტიკა
27.06.22 14:00
ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგომისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას და ეროვნული თანხმობის პროცესს ხელს შეუწყობს.
“კარგი იქნება ღარიბაშვილმა ციფრებით ჟონგლიორობას თავი დაანებოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. რაც შეეხება ციფრებს - მას არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა. სწორედ ამიტომ, ხალხი ახლა მისგან ელოდება არა პოზიტიური სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციასა და კეკლუცს, არამედ გადადგომას, როგორც იმ მთავრობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ვერ უზრუნველყო და რომელიც აქციაზე შეკრებილი ასი ათასზე მეტი ადამიანის მოთხოვნაა.
ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, აიღოთ პასუხისმგებლობა, გადადგეთ და ეროვნული თანხმობის პროცესს, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას ხელი შეუწყოთ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:2009.08.22
-
15:0009.08.22
-
14:4009.08.22
-
ქარელის მუნიციპალიტეტში მანქანა ველოსიპედით მიმავალ ბავშვს დაეჯახა
14:2009.08.22
-
ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ
14:0009.08.22
-
13:3009.08.22
-
13:0009.08.22
-
12:3009.08.22
-
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება
12:0009.08.22
-
საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი
11:3009.08.22
-
ბიჭვინთა და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის "ოკუპირებული"...
11:0009.08.22
-
10:4009.08.22
-
„საჭიროა, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს“ - პოდოლიაკი
10:2009.08.22
-
10:0009.08.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა
18:0008.08.22
-
17:4008.08.22
-
17:2008.08.22
-
17:0008.08.22
-
16:4008.08.22
-
16:2008.08.22
-
16:0008.08.22
-
15:4008.08.22
-
სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღეს - დავით ზურაბიშვილი
15:2008.08.22
-
15:0008.08.22
-
14:4008.08.22
-
14:2008.08.22
-
14:0008.08.22
-
სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს – გახარია რუსეთის მოქალაქეებზე
13:3008.08.22
-
13:0008.08.22
-
დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე - „პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს“
12:4008.08.22
-
12:2008.08.22
-
12:0008.08.22
-
11:4008.08.22
-
11:2008.08.22
-
ენტონი ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
11:0008.08.22
-
10:4008.08.22