პოლიტიკა

ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“ - კახა ოქრიაშვილი

27.06.22 17:00


პარტია "პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია  „ოცნება“.  ოქრიაშვილმა ხალხს 3 ილნისს რუსთავზე გასვლისკენაც მოუწოდა. კახა ოქრიაშვილის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

 

"დღეს, 27 ივნისს, ივანიშვილის ღარიბაშვილმა გააჟღერა რამდენიმე მესიჯი, რომელიც შეიძლება ორ ძირითად გზავნილად შემოგთავაზოთ:

 

1. ქვეყანას აქვს არნახული ეკონომიკური ზრდა და წინსვლა ყველა მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ. აქვე, 2012 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოლდოვაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 3 045 $-ს, ხოლო საქართველოში 4 421 $-ს. 2020 წელს, მოლდოვაში მშპ  ერთ სულზე შეადგენდა 4 547 $-ს, ხოლო საქართველოში - 4 256 $-ს.  90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოლდოვამ 2020 წელს პირველად გაგვისწრო მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. აღარ ტყუვდება ჩვენი მოსახლეობა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტით.

განგებ მოვიყვანე მოლდოვას მაგალითი, რადგან ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვა განთავისუფლდა ოლიგარქისგან, ამიტომაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ახლა უსწრაფესი ტემპებით განავითარებს თავის ეკონომიკას.

 

2. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დესტრუქციულ ძალებს არ მისცემს საშუალებას, შეაფერხონ ქვეყნის განვითარება. რომელ განვითარებაზეა საუბარი?! 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრული უკუსვლა, რეგრესი ყველა მიმართულებით: ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლო, უსაფრთხოება, მიგრაცია - ქვეყანას აკარგვინებენ პერსპექტივას, ქვეყანას გვიკლავენ! საქართველოს მოსახლეობის 90 % ითხოვს ევროკავშირის წევრობას, ბიძინა ივანიშვილი კი რუსეთის ბრძანებებს ასრულებს და რუსეთისკენ მიდის. ღარიბაშვილი 20 და 24 ივნისს ქუჩაში გამოსულ ხალხს დესტრუქციულს უწოდებს - არცერთ ამ აქციაზე პარტიები არ ყოფილან წარმოდგენილი. „ოცნება“ ქართველი ხალხის 90%-ს და ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ვისაც შეხება აქვს საქართველოსთან, დესტრუქციულ ძალას და ნაციონალებს უწოდებს.  

 

ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია  „ოცნება“.  ამ ინსტრუმენტმა ჩამოყვანა 3 წლის წინ, ზუსტად 20 ივნისს გავრილოვი, რაც პირდაპირ მოღალატეობრივი ქმედება იყო. „ოცნება“ ღალატის პარტიაა!

 

3 ივლისს, რუსთაველზე, ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!",  - განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები