პოლიტიკა
27.06.22 18:00
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საქართველოში ვიზიტის დროს, 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.
„მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე, 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის. იმავე პროგრამის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება.
საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს ქალბატონი მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს.
განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30-წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს ქალბატონ მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა.
განვითარების სფეროში თანამშრომლობა თავიდანვე გერმანულ-ქართული ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. 1990-იანი წლებიდან საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გერმანიამ 1992 წლიდან საქართველოს 1,2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაუწია. გერმანია მხარში უდგას საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში და მისი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მაგალითად, გერმანია საქართველოს დაეხმარა ელექტროენერგიის სისტემის აღდგენაში, მართლმსაჯულების, ენერგეტიკის, ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, ასევე თანამედროვე მდგრადი ტყის კოდექსის შემუშავებაში.
გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს დუალური პროფესიული განათლება. 2016 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ჩართულია პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების განვითარებაში მეღვინეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. ამ პროგრამაში უკვე 13 პროფესიული კოლეჯი და 80-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს. გარდა ამისა, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (DVV International) ახორციელებს ზრდასრულთა განათლების პროგრამას და მას ამჟამად ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრი აქვს საქართველოში.
KfW საქართველოს ქალაქების ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მრავალ პროექტს ახორციელებს, მაგალითად, ბათუმში, სადაც გერმანიამ დააფინანსა სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სრული რეაბილიტაცია და გაფართოება 200.000 მაცხოვრებლისთვის“, - აცხადებენ საელჩოში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24