პოლიტიკა

ოკუპანტების ფსიქოლოგიური ტერორი - ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს სასაფლაოს თავზე აშენებენ

28.06.22 10:20


"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრმა, დავით ქაცარავამ 27 ივნისს განაცხადა, რომ პატრულირებისას ხურვალეთში რუსი ოკუპანტების მიერ ახალი საგუშაგოს მშენებლობის ფაქტი დააფიქსირეს. მისი თქმით, ძირითადი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორია.

 

ქაცარავა ამბობს, რომ თუ ჟურნალისტები ან აქტივისტები მსგავსი ტიპის აქტივობას არ აღმოაჩენენ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს.

 

"ოკუპანტებმა წინ წაიწიეს საგუშაგოს აგების საქმეში. ძირითადი მიზანი მაინც იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორი. ეს საგუშაგო შენდება სასაფლაოს თავზე და ბუნებრივია ადგილობრივ მოსახლეობას დიდი პრობლემები შეექმნებმა ამ სასაფლაოებზე მისასვლელად.

 

თუ ჟურნალისტები ან სამოქალაქო აქტივისტები არ აღმოაჩნენე რაიმე ასეთი ტიპის აქტივობას ოკუპანტების მხრიდან, ჩვენი ხელისუფლება დუმს, სრულ კოლაბორაციაშია რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან", - ამბობს დავით ქაცარავა. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები