ეკონომიკა

კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

25.10.16 21:10


თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში მობილიზებულია ტექნიკა და ადგილზე იმყოფებიან „თბილსერვის ჯგუფის“ სპეც-თანამშრომლები. მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შპს „თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას უხვი ნალექისა და ამინდის გაუარესების გამო თავი შეიკავონ აღნიშნულ მონაკვეთებზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები