პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი დეპოლარიზაციაზე: ყველა პოლიტიკური პარტიისა და აქტორის მხრიდან უნდა იყოს მზაობა, იმისთვის რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ

28.06.22 17:20


მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული და საქართველო მათ ნებისმიერ შემთხვევაში ასრულებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აქცენტს დეპოლარიზაციის რეკომენდაციაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტის შესასრულებლად ყველა პოლიტიკური სუბიექტის ძალისხმევაა საჭირო.

 

„რა თქმა უნდა საჭირო არის პოლიტიკური ძალების მობილიზება, იმისთვის რომ მივაღწიოთ შედეგს, რომლის დანახვაც ევროკავშირს სურს. ყველა პოლიტიკური პარტიისა და აქტორის მხრიდან უნდა იყოს მზაობა, იმისთვის რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ. თუ გაგრძელდება ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და ხელისუფლების გამიჯვნისკენ სვლა, ეს არ დაეხმარება ამ რეკომენდაციების შესრულებას“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები