პოლიტიკა
28.06.22 17:40
“მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც მეტყველებს საქართველოს მხრიდან რუსების სანქცირების არიდებას. გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია უკრაინულ წყაროებში და მთავარი არხზე, სადაც ვიგებთ რომ საქართველოში, ბათუმის პორტში, იყო შემოსული გემი. ამ გემს მოჰქონდა „როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობ პროდუქცია.” – ამის შესასებ “დროას” ლიდერა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე. პირველი – სანქცირებული გემი, რომელიც გადის 500 კილომეტრს წარმოუდგენელია შემოდიოდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე. მეორე – პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო. (როგორც ამბობენ, საბაჟოს ამ ყველაფერზე ინფორმაცია არ ჰქონია, მაგრამ სხვა შემთხვევაში შემოსვლა შეუძლებელი იქნებოდა).
რა უნდოდა პორტში ამ გემს? სანქცირების თავიდან აცილების მექანიზმი ხდება შემდეგნაირად – შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისთვის, რომ შემდგომ გაგრძელდეს და წაიღონ ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, როცა ეს ინფორმაცია საჯარო გახდა როგორც უკრაინულ, ისე ქართულ პრესაში. ასევე, საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ 2020-სა და 2021 წელს ამერიკის სენატორებმა მიმართეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს და დააფიქსირეს საქართველოში, ბათუმში ვციტირებ „პირადული მმართველობის უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“, ეს არის სენატორების შეფასება. ანუ, აპრობირებული მეთოდი კონკრეტულად ბათუმში ხდებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა.
რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან, ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და ქართულ პორტში მიიღეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, არ დასანქცირდეს ქვეყანა და დასანქცირდეს კონკრეტულად ის პირი, რომელიც საზოგადოების საწინააღმდეგო აზრის პირობებში ქვეყანას ამ მდგომარეობაში აგდებს. სისხლიან ფულში აქვთ ხელი გასვრილი.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წყარო : /www.ipress.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:3009.08.22
-
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება
12:0009.08.22
-
საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი
11:3009.08.22
-
ბიჭვინთა და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის "ოკუპირებული"...
11:0009.08.22
-
10:4009.08.22
-
„საჭიროა, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს“ - პოდოლიაკი
10:2009.08.22
-
10:0009.08.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა
18:0008.08.22
-
17:4008.08.22
-
17:2008.08.22
-
17:0008.08.22
-
16:4008.08.22
-
16:2008.08.22
-
16:0008.08.22
-
15:4008.08.22
-
სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღეს - დავით ზურაბიშვილი
15:2008.08.22
-
15:0008.08.22
-
14:4008.08.22
-
14:2008.08.22
-
14:0008.08.22
-
სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს – გახარია რუსეთის მოქალაქეებზე
13:3008.08.22
-
13:0008.08.22
-
დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე - „პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს“
12:4008.08.22
-
12:2008.08.22
-
12:0008.08.22
-
11:4008.08.22
-
11:2008.08.22
-
ენტონი ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
11:0008.08.22
-
10:4008.08.22
-
„ქედს ვიხრი“ - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე
10:2008.08.22
-
10:0008.08.22
-
დიახ, ბოლო 2 საუკუნეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას – უგულავა
18:0005.08.22
-
17:3005.08.22
-
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა
17:0005.08.22
-
რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა: "სიცოცხლის გზა" სეპარატიზმის მხარდაჭერაზე უარის სანაცვლოდ
16:3005.08.22
-
16:0005.08.22