საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო მზადაა, გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს

26.10.16 15:15


თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს, სურვილის შემთხვევაში, დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში, ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.

თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები