პოლიტიკა
01.07.22 11:00
ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან პროვოკაციული მიდგომები არ უკვირს. ხუნდაძის თქმით, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მისამართით ბოლო პერიოდში ძალიან ჭარბად ფიქსირდებოდა მუქარის შემცველი მესიჯები. მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“ სამი დეპუტატი.
„ძალადობა მათთვის მახასიათებელია, რომელსაც ვერაფრით ვერ თმობენ, როგორც ვერ თმობენ ხელისუფლებას. ვფიქრობ, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ჩვენ რატომ გამოვეყავით, აქაც მინდა, რომ სპეკულაციის სივრცე არ დავტოვო, რადგან ძირითადი მათი მესიჯი, რასაც ისინი ეყრდნობიან და საზოგადოებაში სურთ, მოახდინონ ჩვენი დისკრედიტაცია – თითქოს, ჩვენ დასავლეთს ვებრძვით, ეს აბსოლუტურად არასწორია! ჩვენ დასავლეთს არ ვებრძვით და მას შემდგომშიც არ ვაპირებთ. ეს ჩემთვის ღიმილისმომგვრელია. უფრო მეტიც! ჩვენ სამი დეპუტატი ვართ, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებთან ერთად, რომლებმაც საკონსტიტუციო ჩანაწერს მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ, რომ ქვეყნის კურსი არის განსაზღვრული.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო. ევროპას მიმზიდველობა სწორედ აქვს ევროპული ღირებულებით, თანასწორუფლებიანობით, სამართლის უზენაესობით და როდესაც აქ ორმაგი სტანდარტის შემოტანა ხდება, მით უფრო, ამ პერიოდში, როდესაც გლობალურად საკმაოდ დაძაბულია ვითარება და პრაქტიკულად საომარ ვითარებაშია უკრაინა, მას თავს ესხმის რუსეთი, ამ პროცესში რყევადია მსოფლიო, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს რისკები და მათ დაცვა სჭირდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22