პოლიტიკა
01.07.22 17:20
სიცხადისთვის გეტყვით, პიროვნული, მძიმე, უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, შეურაცხყოფის მოთმენის ექსტრაორდინალური სტანდარტები მოითხოვეს, ვინც სიძულვილითა და დესტრუქციით სულ უფრო აღრმავებენ პოლარიზაციას ქვეყანაში.
„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა მედია სივრცეში და სოციალურ პლატფორმებზე თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
სიცხადისთვის გეტყვით, პიროვნული მძიმე უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს. დაუსაბუთებელი კრიტიკა, ზღვარგადასული ემოციურობა – კი ბატონო! პირადის, პერსონალური სივრცის შეურაცხყოფას რაც შეეხება, აქ ყველა მოქალაქე, ადამიანი ერთია და თამასის სპეციფიკურად მაღლა აწევა სრულიად უსაფუძვლოა.
განსაკუთრებული და მაღალი სტანდარტი რასაც ამკვიდრებს ანრი ოხანაშვილი, ეს არის მაღალი რანგის პროფესიონალიზმი, სამართლის პოლიტიკა და კანონშემოქმედება. ხოლო სიდინჯე და გაწონასწორებულობა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებშიც კი, მისი პიროვნული თვისებაა. ანრის ეს თვისება ხაზს უსვამს, რამდენად მძიმე არაპროვოცირებული შეურაცხყოფის ადრესატი აღმოჩნდა“, – აღნიშნავს ტალიაშვილი.
მისივე თქმით, საერთოდ, შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგითა და დესტრუქციით სულ უფრო და უფრო აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ქვეყანაში.
„ეს არის ძალა, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს დეპოლარიზაცია, საზოგადოების ერთიანობა და სრული ევროინტეგრაცია.
ეს არის ძალა, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი – შეურაცხყოფაცა და დანაშაულიც შერჩეს, ჰქონდეს მუდმივი იმუნიტეტი შეუცხყოფისა და დანაშაულის ჩასადენად.
კლავიატურასა და კამერას ამოფარებული ადამიანები ბულინგისა და სიძულვილის ენის სულ უფრო ახალ „მაღალ“ სტანდარტებს ქმნიან. პარალელურად სურთ, რომ სიძულვილის ეს „მაღალი“ სტანდარტები ადამიანურ უბრალო პირისპირ ურთიერთობებშიც დაამკვიდრონ. ეს არის სავალალო! ეს ბოროტებაა არა მარტო ამ მომენტში, არამედ მომავალი თაობებისთვისაც“, – წერს თამარ ტალიაშვილი.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი. ამასთან, ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22