ანალიტიკა

ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს

02.07.22 21:40


სომეხი ნაციონალისტებისთვის და სომხური ლობისთვის  „არცახის“ და „ჯავახის“ სეპარატიზმისა და პოტენციური აგრესიის მიმართულებები კვლავ ერთნაირად აქტუალურია და ისინი ფინანსდებიან ერთი და იგივე წყაროებიდან ერთი და იგივე პროგრამების ფარგლებში. კერძოდ, იგივე სომხური ამერიკული ლობის მხრიდან.

 

ცოტა ხნის წინ სეპარატისტული ტელეგრამის არხზე „ჯავახკი“ (https://t.me/jvkhk1/1033) გამოქვეყნდა განცხადება:

 

«Awesome foundation» ხელს უწყობს იდეების რეალიზებას. ყოველთვიურად ორგანიზაცია 1000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს იძლევა. ისინი სომხურ პროექტებს ახორციელებენ არცახსა და ჯავახკში.

 

ჯავახკის ფილიალმა პირველი შედეგები წარადგინა. გამარჯვებულ პროექტად სოფელ დამალაში ანტიკაფე „მოდი“ გამოცხადდა.

 

პროექტის იდეა გოგონას მარიამს ეკუთვნის. მას სურს გაააქტიუროს სოფლის ახალგაზრდობა, მოაწყოს მათთვის გასართობი ადგილი, მისცეს განვითარებისა და სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღების საშუალება.

 

თუ თქვენ გაქვთ იდეა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ჯავახკში, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ დაფინანსება:

 

https://www.awesomefoundation.org/en/submissions/new ».

 

Awesome Foundation ოფიციალურად ცნობილია, როგორც ფილანთროპების ავტონომიური „ფილიალების“ საერთაშორისო ქსელი, რომელიც გასცემს მცირე პროექტების გრანტებს „ადამიანებზე რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან სამყაროს საოცრებებისადმი ინტერესის გაძლიერებას“.

 

Awesome Foundation მოქცეულია ამერიკული "უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის" მეთვალყურეობის ქვეშ. Awesome Foundation-ის რწმუნებულებსა და საბჭოს წევრებს შორის მთავარი ადგილი ალექსის ოჰანიანს უჭირავს, მეწარმესა და სოციალური ქსელის Reddit-ის თანადამფუძნებელს და Advanced Study Institute-ის ხაზინადარს. 

 

ალექსის ოჰანიანი თავს წარმოგვიდგენს მითიური „სომხების გენოციდისას“ ლტოლვილთა შთამომავალს და მოქმედებს როგორც გულუხვი ქველმოქმედი სომეხ ექსტრემისტებთან და სეპარატისტებთან მიმართებაში. როგორც ვხედავთ, მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია შეუმდგარი ე.წ.  "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტები, რომლებიც მხარს უჭერენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საქართველოდან გამოყოფას ყარაბაღის სცენარის მიხედვით. ალექსის ოჰანიანი, მისი Awesome ფონდის მეშვეობით, მზად არის თანაბრად გულუხვად გამოყოს გრანტები მათი სეპარატისტული პროექტებისთვის.

 

ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ სომხური „ჯავახკური“ სეპარატიზმი კვლავ იგივე მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. უმდიდრესი ამერიკელი სომხური დიასპორა და ყველაზე გავლენიანი სომხური ლობის ძირითადი წარმომადგენლები მზად არიან ინვესტიციები განახორციელონ ამ სეპარატისტულ პროექტში.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები