საზოგადოება

ზემო ლარსი დღეს: მოძრაობა სატვირთო მანქანებისთვის აკრძალულია

26.10.16 18:55


თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და დიდი ავტობუსების მოძრაობა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო ორ ან მეტხიდიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა თავისუფალია.

გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები