პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი

07.07.22 15:20


ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ხოშტარიამ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის, სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესება მოითხოვა.

 

კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარიას ოჯახი ბოლო დროს „რუსული რუბლებით გამდიდრდა".

 

„სხვა კომენტარის გაკეთება ხოშტარიაზე უბრალოდ არ შეიძლება, თავის მილიონობით რუსულ რუბლს მიხედოს, რითაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამდიდრდა მისი ოჯახი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და სუს-ის თანამშრომელი კობა კობიძე ოლიგარქიული მმართველობის წევრები არიან და ქვეყნის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან.

 

ხოშტარიას განცხადებით, ამ ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები