პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გარეშე მივიღებთ, როგორ? დაელოდეთ და ნახავთ

07.07.22 16:00


დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გარეშე მივიღებთ, როგორ? დაელოდეთ და ნახავთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სანქციების საკითხის გადასაფარად საქართველოში მუშაობს „ფეესბეს“ ოპერატიული ჯგუფი, „რომლებმაც შეიმუშავეს ოპერატიული ლეგენდა, თითქოს სანქციების დაწესება მიმდინარეობს, რადგან ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა“.

 

ვაშაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან ომის თემაზე გადასვლა.

 

„სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთიდან მოვლენილი იქნა „ფეესბეს“ ოპერატიული ჯგუფი, რომლებმაც შეიმუშავეს ოპერატიული ლეგენდა, თითქოს სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმიტომ, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა „ოცნების“ მხრიდან, რომლებსაც ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ „ფეესბეს“ მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვთ ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ პირდაპირ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება „ფეესბეს“ ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად მათივე ენით, მათივე ხმით მიწოდება საქართველოს მოქალაქებისთვის. კობახიძედან დაწყებული სხვებით დამთავრებული. ერთი პერიოდი ომის დაწყებასთან დაკავშირებით საკითხები იყო ჩაწეული, ახლა მომაგრებული არიან კურატორები „ფეესბეს“ მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს გზავნილებს, მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გავარები იმ ადმიანების, ვინც ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართული. ვაზუსტებთ ამ იმფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით.

 

ამ ყველაფრის მიზეზი არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან გადაგვიყვანონ ისევ ომის რაღაცა თემებზე სასაუბროდ. არანაირი ომი საქართველოში არ იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა ამასთან დაკვშირებით.

როგორც ჩანს, მათ უფრო ადრე ჰქონდათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ მივიღეთ, რომ სწორედ „ფეესბედან“ იყო დაწერილი ეს ნარატივი თავიდან ბოლომდე. უფრო მეტიც ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკის საელჩოს სჭირდება შეხსენება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ 1991, 2008 წელს – საქართველოში და 2014 და 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები