პოლიტიკა

„ის არის ერთი ჩვეულებრივი ნაცაქტივისტი, ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი არახამიასნაირ ტიპებს აბარიათ“ - ირაკლი ზარქუა დავით არახამიაზე

07.07.22 17:20


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. მან ამ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.

 

„თუ უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია არსებობს, ასეთია ალბათ ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტების ენაზე. ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის? საგარეო მიმართულებით ის არის ერთი ჩვეულებრივი ნაცაქტივისტი, რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული და რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდეგ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს აბარიათ. ნუ უსმენთ ფასიან ლობისტებს, ნუ უსმენთ არახამიასა და მსგავს ტიპებს“, - განაცხადა ზარქუამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები