პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს არაერთი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას

07.07.22 17:40


პოლიტიკიდან წასვლისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებული თანხები, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს, სურს, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მათ შორის, რატომ არის ამაში ჩართული დავით არახამია, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება თვითონ ბიძინა ივანიშვილის თანხებს, მან პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა, რომ იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს, ხოლო დანარჩენი თანხა, მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებული თანხები, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს, სურს, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ივანიშვილს საქართველოში უკვე დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე 3 მილიონი დოლარი და მომავალშიც დაგეგმილი აქვს უამრავი პროექტი: მათ შორის არის ტაძრების მოვლა-პატრონობა და აღდგენა, თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ა.შ. ეს პროექტი დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც ჯერ თავის ქვეყანას შეუქმნა სერიოზული პრობლემები, ახლა კი სურს, მსგავსი პრობლემები შეუქმნას საქართველოსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები