პოლიტიკა

ვუახლოვდებით ფინიშს, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულოთ - გიული ალასანია

08.07.22 10:20


ვუახლოვდებით ფინიშს, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულოთ - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.

 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მიესალმებიან გადაწყვეტილებას, საქართველოში მაღალი კლასის ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მესამე პრეზიდენტის დედა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას.

 

"იყო რაღაც პრეცენდენტები, როცა გარედან ჩართეს ეს ჯგუფები და ამის შემდგომ შეკითხვა არ გასჩენია არავის. ასეთი ქმედება ყოველთვის უფრო დამაჯერებელია.

 

მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოსგან ძალიან დიდი ყურადღების ქვეშაა, აკვირდებიან.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულოთ. ვუახლოვდებით უკვე ფინიშს. იმიტომ რომ, რამდენი ხანი შეიძლება, ეს გაგრძელდეს?!" - განაცხადა გიული ალასანიამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები