პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა

08.07.22 12:00


8-12 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრას დაესწრება, რომლის ფარგლებშიც, ჩეხეთის პრეზიდენტობის პრიორიტეტების პრეზენტაცია და ევროკავშირში არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსია გაიმართება.

 

COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის 27 და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ონდრჟეი ბენეშიკთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ონდრჟეი კოლარჟთან და ჩეხეთის სენატში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეივიდ სმოლიაკთან.

 

მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს ასევე, გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

 

ვიზიტის მიზანია ჩეხეთთან, როგორც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანასთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩეხეთის მხარდაჭერის განმტკიცება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები