პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილი ხელისუფლებაში ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა და ქვეყანას 10 წელი სწორედ ამ „ქველმოქმედებით“ მოჰპარა

08.07.22 12:40


ივანიშვილი ხელისუფლებაში ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა და ქვეყანას 10 წელი სწორედ ამ „ქველმოქმედებით“ მოჰპარა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

 

მისივე თქმით, თუ ვინმეს მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდპანდემიის დროს ქვეყნის მიერ აღებული 3 მილიარდი ვალი გადაფაროს.

 

„ნურავის ნურაფერს აყვედრიან. მითუმეტეს, ბიუჯეტიდან იმდენი წაიღეს და ჯერ კიდევ იმდენი მიაქვთ... ვინმეს თუ მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდის დროს ქვეყანამ 3 მილიარდი ვალი რომ აიღო, ის გადაფაროს, ჩვენი შვილების გადასახდელი, რომ არ გახდეს. მოკლედ, დაასრულეთ ეს უსინდისო ვაჭრობა, თორემ შემოდგომაზე ხალხის პასუხს მიიღებთ,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები