პოლიტიკა
08.07.22 15:30
საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროპულ ღირებულებებს აღიარებს და მიისწრაფვის ევროპისკენ.
ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავსტრიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოხერხდა ამ შეხვედრის ასე სწრაფად დაორგანიზება. ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ავსტრიიდან წამოსულიყო მოსაწვევი იმ ქვეყნისადმი, რომელიც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია და ამასთანავე, არის პარტნიორი, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაშია.
საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ და ეს არის უწყვეტი გამოწვევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთის მხრივ, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო დღეს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვლაპარაკობთ კონფლიქტის მხარეებთან საუბარზე და რომელსაც ესმის რეგიონი. ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეგიონი უკეთესად გავიგოთ, ჩვენთვის, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ.
ამ გზაზე საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა საქართველო გახდეს ჩვენი თანამეგობრობის წევრი. ევროპულმა საბჭომ ჩამოაყალიბა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის სწრაფად უზრუნველყოფა და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია. ჩვენი საუბრისას, ბატონ პრემიერ-მინისტრთან ავსტრიის პოზიციაზე დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მიდგომა, თუ რატომ გაიწერა უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში რატომ დაფიქსირდა გაწევრიანების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცეგოვინას მომენტიც გასათვალისწინებელია. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ ვლაპარაკობთ ასევე სხვადასხვა ინტერესებზე, ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ, მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იგივე სიგნალის გაგზავნა ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის“,- აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24