პოლიტიკა

თბილისის მერი შვეიცარიის ფედერალურ დედაქალაქს ეწვევა

11.07.22 10:40


თბილისის მერი კახა კალაძე 11-12 ივლისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა. კახა კალაძე ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან გამართავს შეხვედრას.

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

 

თბილისის მერი ასევე მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში.

 

 

source: 1TV

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები