პოლიტიკა

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

11.07.22 12:30


ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მუშაობა კიდევ ერთ სასამართლო რეფორმაზე იწყება. რეფორმის გატარების მიზნით, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დღევანდელი შეხვედრა ძირითადად ტექნიკური სახის იქნება, მოხდება კონკრეტული დღის წესრიგის გაწერა.

 

შეხვედრაზე დასწრებას აპირებს ოპოზიციის ნაწილი. მათ შორის არიან „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“, პარტია „საქართველოსთვის“. პროცესში ჩართვას გეგმავს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც. საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას უცხადებს და პროცესში ჩართვისთვის მისგან კონკრეტული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განუცხადა, მმართველი გუნდი მზად არის, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მათზე არის დამოკიდებული, განახორციელოს და გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა.

 

„მოტივირებული ვართ, რეკომენდაციები აღვასრულოთ და 11,5 ნაბიჯს გადავდგამთ, ნახევარი ნაბიჯის შესრულებას სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან დაველოდებით. ნახევარი ნაბიჯი, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობს, მათ უნდა შეასრულონ, თუმცა პირველივე დღიდან მაქსიმალურად ცდილობენ, რადიკალიზაციას და პოლარიზების გაღრმავებას. მათი ამოცანაა, ეს თემა შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, მათ ეს შანსი არ ექნებათ”, – განაცხადა დავითულიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები