საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

26.10.16 19:45


27-28 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰაერი 18-20 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი 10-12 გრადუსამდე. 29 ოქტომბრიდან საქართველოში კვლავ აცივდება. დოდო გვაზავას თქმით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად, უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს.

30 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები