პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სასახელო მორაგბეებმა, ჩვენ ვამაყობთ თქვენით

11.07.22 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ რაგბისტებს და საზოგადოებას რაგბიში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველო ამაყობს რაგბისტებს.

 

„პირველ რიგში, ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სასახელო, სახელოვანმა მორაგბეებმა, ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, ასეთი გამარჯვებისთვის, ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ბოლო პერიოდში არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბიში. ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა და მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, – განაცხადა ღარიაბშვილმა.

 

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმის არენაზე, ისტორიაში პირველად იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 28:19.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები