პოლიტიკა

პრემიერი: მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა

11.07.22 14:30


მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ინდექსით, საქართველო ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს უსწრებს.

 

„მმართველობის კეთილსინდისიერების ინდექსები გამოქვეყნდა, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის შეიძლება ითქვას ნომერი პირველი ანალიტიკური ცენტრის გამოკვლევით.

საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. და მეორე, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.


მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. შედარებისთვის წელს უკვე აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს, მაშინ როცა მთელ მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებით, შესრულების მხრივ და ინდიკატორებით, ამ ინდექსის მიხედვით 69-ე ადგილზე ვიყავით. არავითარ საუკეთესო ოცეულზე საუბარი არ იყო მაშინ“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები