პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ვისაც უნდა, ჩაერთვება რეკომენდაციების განხორციელებაში, ვინც არ ერთვება, მას არ უნდა ევროკავშირი

11.07.22 15:20


საქმე არის მარტივად – ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. მგონი, ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განუცხადა.

 

„ახლა არის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც შეიქმნა პარლამენტში თებერვალში. არის შეხვედრა, რომ დავასრულოთ ის პირველი ეტაპი, გავცვალოთ წერილობითი შეფასებები და ანალიზი ყველა პოლიტიკური ჯგუფის. შემდეგი ეტაპი უკვე იქნება ამ სამუშაო ჯგუფის, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ზუსტად ეს ითქვა მაშინაც ჩვენს გეგმაში, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებობს, უახლოეს მომავალში შეიკრიბებოდა და განაახლებდა მუშაობას, სწორედ ეს ხდება დღეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები