პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სააკაშვილთან ჩემი შეხვედრა ეხებოდა იმას, რომ მისი თანაგუნდელები ცოტა სინქრონში მოვიდნენ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა როგორც სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ისე ევროინტეგრაციისთვის

11.07.22 17:30


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დღეს დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მოინახულა. სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მან, მედიასთან კომენტარი გააკეთა. დეპუტატის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს არ გააჩნია ეჭვები, რომ „გირჩი“ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, რაც ხვიჩიას თქმით, მის პარტიას, სააკაშვილის თანაგუნდელებმა დააბრალეს. გირჩის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ის ექსპრეზიდენტს შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

 

„პრეზიდენტს ესმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთადერთი გზა არის დეპოლარიზაციის მისაღწევად, რადგან რაც ვუთხარი - ვერ წარმომიდგენია, თქვენ ციხეში იჯდეთ და შესრულდეს მოთხოვნა, რაც ევროპელებს აქვთ, ამასთან დაკავშირებით მეთანხმებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებდი, ეს საკითხი იყოს მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანი იმას კი არ ნიშნავს, რომ ტყუილად იყვირონ, არამედ ნიშნავს, თქვან, რომ თუ ეს გაკეთდება, ამის სანაცვლოდ ჩვენ სხვანაირად მოვიქცევით. ამას ეხებოდა ჩემი შეხვედრა, რომ მისი თანაგუნდელები ცოტა სინქრონში მოვიდნენ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა როგორც სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ისე ევროინტეგრაციისთვის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები