პოლიტიკა
12.07.22 10:00
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დეივიდ სმოლიაკს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განხილვის მთავარ თემას ჩეხეთის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენდა.
„მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროპული პერსპექტივის მიღება მნიშვნელოვანი ხელშესახები მიღწევაა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საუბარი ასევე, შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს სატრანზიტო როლისა და პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას.
დეივიდ სმოლიაკმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მუდამ იქნება ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.
მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხ კოლეგას პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24