პოლიტიკა

ეს ქვეყანა რუსეთზე მომუშავე ერთი ოლიგარქის გამო არ უნდა დაისაჯოს და კარგია, რომ ეს დასავლეთმა დაინახა - თაკო ჩარკვიანი 

12.07.22 16:00


პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, რომ ეპისტორალური წერილები გვერდზე გადადოს, რადგან მისივე თქმით, ამ ჟანრში ივანიშვილი უსუსურად გამოიყურება.

 

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თაკო ჩარკვიანმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რუსული სტილით თანხების მითვისება და საქართველოში ქველმოქმედებად გასაღება ივანიშვილის სტილია და ბევრად უკეთ გამოსდის ვიდრე ეპისტორალური წერილები. 

 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ყველაფერი რაც ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან მიმართებით ხდება, უხერხულად გამოიყურება. 

 

„კვლევა და გამოძიება უკვე დასავლეთს აქვს გაკეთებული. იმიტომ რომ მათი უსაფრთხოება მუშაობს. ჩვენ რაღაც ასე წარმოგვიდგენია, რომ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას იცავს და იმიტომ იძიებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქატს. არა, ბატონებო, ისინი თავიანთ სივრცეს იცავენ. მათი უსაფრთხოება იკვლევს რა ტიპის ქვეყანაა ეს და ვინ ცხოვრობს აქ. არის თუ არა სახურავი და ერთგვარი ხიდი რუსეთის ტერორიზმისა. ისინი თავიანთ სივრცეს იცავენ, მარტო ჩვენ ქვეყანაზე კი არ ზრუნავენ. 

 

ბუნებრივია, მადლობა რომ პარტნიორობას გვიწევენ, უღრმესი მადლობა მათ ამისთვის და ქართველმა ხალხმა დაანახა მათ, რომ დასავლეთის მოსურნეა, მაგრამ ძირითადად ძიება ხდება უფრო დასავლური სივრცის დაცლის გამო.

 

ამ წერილში 37 ჯერ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევი მოწმდებოდა ტექსტში რამდენჯერ ახსენებდა იქ ჩასული მომხსენებელი. ერთ-ერთში აქვთ გადმოტანილი რუსული სტილი. ახლა ჩვენზე, ხალხზე არის დამოკიდებული პროცესის დასრულდება. 

 

ახლა მნიშვნელოვანია ეს სანქციები კონკრეტულად მას დაედება თუ შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის რაღაც ნაწილი, აი ეს ნაწილი ჩვენზე არის დამოკიდებული. დასავლეთმა ძალიან კარგია დაინახა, რომ ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ერთი რუსეთზე მომუშავე ოლიგარქის და მის გარშემო მყოფი ადამიანების გამო. ეს ჩანს ამ წერილში. ძალიან გამწარებულები არიან. 

 

რაც შეეხება იმ ეპისტორალურ ჟანრს, ივანიშვილი ამ ეპისტორალურ ჟანრში ფრიად უსუსურად გამოიყურება და მე ვურჩევდი, რომ გადადოს, ეს მისი საქმე ნამდვილად არ არის. რუსული სტილით თანხების მითვისება და აქ ქველმოქმედებად გასაღება უფრო მისი სტილია და ბევრად უკეთ გამოსდის, ვიდრე ეპისტორალური წერილები, რომელსაც დღეს დღეობით გვაწვდის ფეხბურთელი ყაველაშვილის და ამ სამეულის ხელით. ძალიან უხერხულად გამოიყურება ეს ყველაფერი“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები