პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე - ადამიანებს წაართვეს საკუთარი სახელის და გვარის გამოყენების უფლება და მათი სახელით ეტყობა კობახიძე წერილებს წერს

12.07.22 17:00


ადამიანებს წაართვეს საკუთარი სახელის და გვარის გამოყენების უფლება და მათი სახელით კობახიძე, რომელიც არ ჩანს საჯარო სივრცეში, ეტყობა წერილებს წერს ძალიან ბევრს, რომელსაც ავრცელებს მათი სახელით,- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტის სამი დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და მათ მხარდასაჭერად რეგიონებში, რამდენიმე საკრებულოდან "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარტიის დატოვების ფაქტს.

 

ვაშაძის თქმით, ისინი სახელ-გვარ წართმეულ ადამიანებს საკუთარ სახელსა და გვარს დაუბრუნებენ.

 

"ერთ- ერთი ამოცანა, რაც უნდა დავისახოთ, ეს არის სახელ-გვარ წართმეული ადამიანებისთვის სახელის და გვარის დაბრუნება, რადგან ამ ადამიანებს წაართვეს საკუთარი სახელის და გვარის გამოყენების უფლება და მათი სახელით კობახიძე, რომელიც არ ჩანს საჯარო სივრცეში, ეტყობა წერილებს წერს ძალიან ბევრს, რომელსაც ავრცელებს ამ ადამიანების სახელით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ როგორც ჩანს, სოზარ სუბარმა უარი უთხრა სახელის და გვარის გადაცემაზე "ქართულ ოცნებას" და აქედან გამომდინარეა, რომ არსად არ ჩანს, რადგან ხელი არ მოაწერა "ქართული ოცნებისთვის" სახელის და გვარის გადაცემას. ჩვენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სუს- ის და პოლიტიკური წნეხის მეშვეობით აიძულებენ გააკეთონ ის განცხადებები, რასაც ისინი არ ეთანხმებიან, გავათავისუფლებთ ოლიგარქიული რეჟიმის წნეხისგან და მივცემთ იმ თავისუფლებას, რომელიც იქნება კანონით გარანტირებული,"- განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები