პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას უნდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იმის ჩვენებით, რომ თითქოს მათ აქვთ გეგმა და ხელისუფლებას არ აქვს გეგმა

12.07.22 17:20


ოპოზიცია ცდილობს რაღაც ფორმით გადაფაროს მიმდინარე პროცესები და მიმდინარე აქტიური მუშაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ოპოზიციას ან უნდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იმის ჩვენებით, რომ თითქოს მათ აქვთ გეგმა და ხელისუფლებას არ აქვს გეგმა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი და აბსოლუტური ფარსი იქნება. არავითარი პერსპექტივა არ აქვს იმას, რომ ამას ვინმეს დააჯერებენ. მეორე ვარიანტია, რომ სჭირდებათ რაღაც ფორმით გადაფარონ მიმდინარე პროცესები და მიმდინარე აქტიური მუშაობა. აქტიური მუშაობა, რომელიც მიდის თითოეული იმ პუნქტის შესასრულებლად, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე“, განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ ხვალიდან, პარლამენტში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიონ.

 

პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რადიკალური ოპოზიცია კი, ევროპას ისევ ბოიკოტს უცხადებს.

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არ ერთვებიან, თუმცა ვერც ალტერნატიულ გეგმაზე ჩამოყალიბდნენ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები