პოლიტიკა

“ოცნება” ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე მუშაობას იწყებს

12.07.22 17:40


მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა “ნაცმოძრაობის” წევრის ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითზე მუშაობას იწყებს.

 

ირაკლი ქადაგიძის თქმით, ლევან ვარშალომიძეს არცერთ სასესიო სხდომაზე არ უვლია.

 

“პროცედურულად განსაზღვრულია, რომ თუ დეპუტატი მიმდინარე სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტ სასესიო დღეებს გააცდენს არასაპატიო მიზნით, მაშინ დგება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი – ასეთი საკითხი დღეს დგება ლევან ვარშალომიძის მიმართ.

 

მას არ უვლია არც ერთ სასესიო სხდომაზე და მისი მხრიდან ყველა გაცდენა იყო არასაპატიო. პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ დეპუტატი არ არის მოტივირებული,პარლამენტში სრულფასოვნად იმუშაოს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

შეგახსენებთ, ლევან ვარშალომიძე საკანონმდებლო ორგანოში ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს სიით მოხვდა.

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები