პოლიტიკა

შევხვდი კიდეც ჩემს კოლეგებს, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას, არგუმენტი ვერ მოვისმინე, რის გამოც პროცესს გამოვუცხადო ბოიკოტი - ვახტანგ მეგრელიშვილი

12.07.22 18:00


პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეხვდა იმ კოლეგებს, რომლებიც ამ ფორმატში მონაწილეობას არ იღებენ. მისი თქმით, მათგან ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება უარი თქვას სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე.

 

„როდესაც გავიგეთ, რომ სამუშაო ჯგუფები იქმნებოდა, მე ფაქტობრივად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ პარლამენტში არ მგონია, რომ რამე იყოს, ვიდრე ამ 6 თვის განმავლობაშია. მიუხედავად იმისა, რომ შევხვდი კიდეც ჩემს კოლეგებს, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე იმისათვის, რომ ახლა, ამ პროცესს გამოვუცხადო ბოიკოტი და ფაქტობრივად შენ გახდე ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტის - დეპოლარიზაციის ჩაგდებაზე და ამის პოტენცია აქვს ორივე მხარეს. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ოპოზიციამ, მე არ მესმის“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები