პოლიტიკა
13.07.22 11:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეოთხე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მიდგომები, შეფასების ძირითადი ეტაპები, საკვანძო მიგნებები და ცირკულარობის გაზრდის რეკომენდაციები განიხილეს. ცირკულარობის დონის შეფასების ანგარიშის დიდი ნაწილი უკვე მომზადებულია და ამ დოკუმენტის პროექტი მოკლე დროში გახდება ხელმისაწვდომი.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის ხედვაზე, მიზანსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„ჩვენ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე ვმუშაობთ. მუშობის პროცესში განვიხილეთ პროდუქციის წარმოებასთან, მოხმარებასთან, ნარჩენების მართვასთან, ხელმეორედ გამოყენებასთან, ინვესტიციებსა და ინოვაციებთან დაკავშირებული საკითხები. ცირკულარული ეკონომიკა კომპლექსური ხასიათისაა და, შესაბამისად, ყველა ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია. ამ ეტაპზე, 14 დარგი შეირჩა მიკროეკონომიკის დონეზე და ამ დარგებში ცირკულარულობის შესწავლა მიმდინარეობს. შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება საბოლოო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება საქართველოს ეკონომიკის ცირკულარულობის ხარისხი, რომლის საფუძველზეც სტრატეგია შემუშავდება. აღნიშნულ პროცესში, მნიშვნელოვანი იქნება საპილოტე პროექტების განხორციელება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა ცირკულარობის მიმართულებით შვედეთის გამოცდილებაზე ისაუბრა და „ცირკულარობის ხარვეზების თაობაზე შვედეთის 2022 წლის ანგარიში“ წარადგინა.
შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასებას საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ითვალისწინებს შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასებას, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენას დარგების მიხედვით, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის.
შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე, ერიკ ელესი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24