პოლიტიკა
13.07.22 12:00
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრებმა. მინისტერიალის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის ელექტრონული საშუალებებით ინფორმაციის გაცვლა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. თანამშრომლობის ფორმატი მოიცავს, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე იუსტიციის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) ფარგლებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას.
რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა ელექტრონული და ციფრული საშუალებებითაც წარმართოს, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საქართველოში წლებია აქტიურად გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტაციის ციფრული საშუალებებით გაცვლის პლატფორმები. ამგვარი პრაქტიკა არსებობს არაერთ სახელმწიფოსთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებშიც და თუ ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან იქნება მზაობა, საქართველო აქტიურად ჩაერთვება თანამშრომლობის ელექტრონული გზებით განხორციელების ინიციატივაში.
ელექტრონული სერვისების მუშაობის ეფექტურობა და გაძლიერება დღის წესრიგში მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებული გლობალური კრიზისების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურად დადგა. სწორედ ამ პერიოდში გახდა აუცილებელი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში ელექტრონული კომუნიკაციებისა და სერვისების დამატებითი ინსტრუმენტების შექმნა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24