პოლიტიკა

საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ

13.07.22 13:00


საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. იუწყება იუსტიციის სამინისტრო.

 

უწყების ინფორმაციით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე პრაღაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 

"საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის მიმართულებით; განხორციელდება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში; ქართული მხარე გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; გერმანელი ექსპერტები ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.

 

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

 

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები