პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: განსაკუთრებით შემაშფოთებელია აშშ-ს ელჩზე ყოველგვარ საფუძველს მოკლებული თავდასხმის უპრეცედენტო ფაქტები

13.07.22 14:00


ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია “ქართული ოცნების” მხრიდან კელი დეგნანზე ასეთი შეტევა და თავდასხმა, რადგან ის თავდაჭერილი, დაბალანსებული დიპლომატია.

 

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია აშშ-ს ელჩზე თავდასხმის უპრეცედენტო ფაქტები, რომლებიც არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ქალბატონი კელი დეგნანი ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამერიკა რას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ამ ქვეყანასთან ჩვენთვის, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია და რამხელა საქმეს აკეთებს და გაუკეთებია ამერიკას იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფლიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა და ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, უბრალოდ ქალბატონ კელი დეგნანზე ასეთი შეტევა და თავდასხმა, ცოტა გაუგებარია ჩემთვის, იმიტომ რომ აშშ-ს ელჩი ნამდვილად არ გამოირჩევა რიტორიკით, ის რის ძალიან თავდაჭერილი, დაბალანსებული დიპლომატი”_ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები