პოლიტიკა

„ჭრილობა გაიხსნა“ - რისი ეშინია ირაკლი კობახიძეს

14.07.22 10:20


“სწორედ ამის გვეშინოდა ჩვენ. ამ ღია წერილით ჭრილობა გაიხსნა, დახურული არ არის და, შესაბამისად, საზოგადოებაში შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა,” – მის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ პასუხები მიიღოს.

 

„ჩვენთვის ეს ფორმა იყო უხერხული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც არის კითხვები ელჩის მიმართ, უნდა მივიდეთ ელჩთან და ერთი-ერთზე ვესაუბროთ, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენმა კოლეგამ, პარლამენტარმა, ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატმა კითხვების საჯაროდ დასმა გადაწყვიტა. როდესაც ეს ყველაფერი საზოგადოების სამსჯელოზე გამოვიდა, აქ უკვე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს. ჩვენ ამაში ვხედავდით რისკებს.

ნახეთ, რა გამოვიდა: დეპუტატის მხრიდან ღია წერილი გავრცელდა, ერთგვარი ჭრილობა გაიხსნა, რომელიც დახურული არ არის, იმიტომ, რომ მეორე მხარემ არ გასცა პასუხი კითხვებს, ძალიან მოკლე, სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კომენტარით შემოიფარგლა. სწორედ ამის გვეშინოდა ჩვენ. ამ ღია წერილით ჭრილობა გაიხსნა, დახურული არ არის და, შესაბამისად, საზოგადოებაში შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები