პოლიტიკა

„მთავრობა ვეღარ იტყვის, რომ ცოტა დრო ჰქონდათ“ - რიკარდ  იოზვიაკი

14.07.22 11:00


„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია, 2023 წლის შემოდგომამდე შეასრულოს“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს ამ ვალდებულების შესრულება დეკემბრამდეც შეეძლო. 

 

„ვადის გახანგრძლივება ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას აძლევენ საშუალებას, შეასრულოს ვალდებულებები, თუ, რა თქმა უნდა, აქვს ამის ნება.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება თქვენს ხელისუფლებას დეკემბრამდე შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა ვეღარ იტყვის, რომ ცოტა დრო ჰქონდათ.

 

ჩემი ინფორმაციით, ეს არის ვადა სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბრამდე. გარდა ამისა, არ მახსენდება ფაქტი, როცა ევროპარლამენტში ასე პირდაპირ ასახელებენ გვარებს, რაც დეოლიგარქიზაციაზე განმარტებისას მოვისმინეთ. მათ ახსენეს ბიძინა ივანიშვილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს რიკარდ იოზვიაკი.

 

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლამდე გადადო.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები