პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

14.07.22 12:30


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მიიჩნევს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

 

ვარშალომიძის მიერ პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხი კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 26 პლენარული სხდომა ჩატარდა და ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა. მისივე განმარტებით, ფრაქციას არ წარმოუდგენია რამე ცნობა, რომლის საფუძველზეც ვარშალომიძის გაცდენები შეიძლება საპატიოდ ჩათვლილიყო.

 

რაც შეეხება ბოიკოტს, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო ბოიკოტი რეგლამენტით რეგულირდება და მოცემულ შემთხვევაში, არც ბოიკოტთან დაკავშირებული პროცედურა იყო დაცული.

 

ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები